უცხოეთი
ერდოღანმა ყარაბაღის, საქართველოს, უკრაინისა და სირიის კონფლიქტში რუსეთს მხარე უწოდა

 საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტში თურქეთი იმთავითვე მხარს უჭერდა აზერბაიჯანს, იტყობინება რია ნოვოსტი.

 „რუსეთი ამბობს, რომ თურქეთი მხარეს წარმოადგენს ყარაბაღის კონფლიქტში. სინამდვილეში მხარეს წარმოადგენს რუსეთი“, – განაცხადა ერდოღანმა, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ ადანაშაულებს თურქეთს მთიან ყარაბაღში დაძაბულობის გამწვავებაში.