უცხოეთი
საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ეთნიკურად სომეხმა მიხეილ სააკაშვილმა ყარაბაღის საკითხში მხარდაჭერა გამოუცხადა აზერბაიჯანს. თავის Facebook-გვერდზე მან განათავსა სტატუსი აზერბაიჯანულ ენაზე, სადაც მოიყვანა მამედ ემინ რასულზადეს სიტყვები „Bir kərə yüksələn bayraq bir daha enməz“, რაც ნიშნავს „ერთხელ აღმართული დროშა ძირს არასდროს დაეშვება“.
მეტი დამაჯერებლობისათვის სააკაშვილმა გააზიარა თავისი 2012 წლის გამოსვლის ვიდეოჩანაწერი აზერბაიჯანის მილი მეჯლისში (პარლამენტში), სადაც ის ლანძღავს რუსეთს, რუსებსა და სტალინს, თუმცა თბილად მოიხსენიებს ქართველ მენშევიკებს და წარმოთქვამს რასულზადეს ზემომოყვანილ სიტყვებს.