სამართალი
"მინდა, ამ რთულ და ტრაგიკულ საქმეს ერთხელ და სამუდამოდ ნათელი მოეფინოს" - გიორგი დგებუაძე

 საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ გიორგი დგებუაძემ, იგივე მასტერამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

 „მზად ვარ, ვითანამშრომლო სასამართლოსთან, რომ ამ რთულ და ტრაგიკულ საქმეს ერთხელ და სამუდამოდ მოეფინოს ნათელი. გაქცევა და თავის არიდება თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება. უდანაშაულო ვარ ამ საქმეში. ჩემს მიერ წარმოდგენილი ფაქტები შეცვლის იმ რეალურ სურათს, რაც არის, - განაცხადა გიორგი დგებუაძემ.

 კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე, იგივე მასტერა, თბილისში 22 მარტს ჩამოიყვანეს. იგი ჰოლანდიაში საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით 2014 წლის ივნისში დააკავეს. მას ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედება.

 გამოძიება დგებუაძეს ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეშიც ადანაშაულებს, თუმცა ამ საქმეზე ბრალი ოფიციალურად წარდგენილი არ აქვს.