სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დასრულდა

 საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. ვიზიტის ფარგლებში გიორგი მღებრიშვილი შეხვდა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ბერნარ კაზენევს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ტომას დე მეზიერს, გერმანიის ფედერალური მიწების - ბავარიის, რაინლანდ-პფალცის, ქვემო საქსონიისა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის შინაგან საქმეთა მინისტრებს, ბუნდესტაგის წევრს, მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირის შინაგან საქმეთა საკითხების პოლიტიკურ სპიკერს შტეფან მაიერს და ფედერალური კანცლერის სამსახურის უსაფრთხოების, საგარეო და განვითარების პოლიტიკის, ასევე, ევროპული პოლიტიკის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს.
შეხვედრების მთავარი თემა იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციისას მიღწეული პროგრესი, სამართალდამცავ უწყებებს შორის საპოლიციო თანამშრომლობის განვითარება, არალეგალური მიგრაციის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის კონკრეტული სამოქმედო გეგმები.