საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. ცნობილი ვანდალი სააკაშვილი, რომელმაც თავისი პრეზიდენტობის დროს საქართველოში გაანადგურა ბევრი ძეგლი, მათ შორის – დიდი სამამულო ომის გმირების მემორიალი ქუთაისში და სტალინის ძეგლი მის სამშობლოში – გორში, თავის „საქმიანობას“ უკრაინაში განაგრძობს.
ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილის 2016 წლის 29 მარტის №159/А-2016 განკარგულებით, ოდესისა და ოდესის ოლქის ტერიტორიაზე, „დეკომუნიზაციის ფარგლებში“, აღებული იქნება სსრკ–ის დროს შექმნილი 100 მეტი ძეგლი და მემორიალური ნიშანი.
ესაა არა მარტო ლენინის, ჩაპაევის, მარქსის, კიროვის, ძერჟინსკის, შორსის, ფრუნზეს, ლაზო კოტოვსკისა და სხვების ძეგლები, არამედ ნამგლისა და უროს გამოსახულებანი, მემორიალური წარწერები, მაგალითად, „აშენებულია ვ. ი. ლენინის 100 წლისთავის საპატივცემულოდ“ და სხვა ამგვარი სიმბოლოები ადმინისტრაციულ შენობებსა და კულტურის სახლებზე.
საკუთარ განკარგულებას სააკაშვილი პირადად გააკონტროლებს...