უცხოეთი
„ისლამური სახელმწიფოს“ აზერბაიჯანულმა რაზმმა რაკა დატოვა, რათა ყარაბაღში იომოს

 საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ აზერბაიჯანულმა რაზმმა, რომლის რიცხოვნობაც 50–70 ბოევიკს შეადგენს, სირიული რაკა დატოვა – რადიკალები ამიერკავკასიიდან თურქეთის გავლით აზერბაიჯანში დაბრუნდნენ ყარაბაღის კოფლიქტის ზონაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების მიზნით.

 ამის გამო ტერორისტთა დედაქალაქში სირიაში ნამდვილი სკანდალი ატყდა. „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები ხომ ძალიან მტკივნეულად განიცდიან დისციპლინის დარღვევას, განსაკუთრებიტ სირიის არმიის ბოლოდროინდელი წარმატებების ფონზე. აზერბაიჯანელი ექსტრემისტები უწინაც დაუდანაშაულებიათ ღალატში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში. 2015 წლის იანვარში ტერორისტებმა სიკვდილით დასაჯეს მეთაური სირაჯ აზერი, რომელიც შიონაჟში იყო ეჭვმიტანილი.

 სულ სირიის კონფლიქტისას აზერბაიჯანის 100–ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა.