სამართალი
„სახალხო დამცველი, რომელიც ბავშვებს ტაძრებში შესვლას, სანთლის დანთებას და ლოცვას უკრძალავს, პარლამენტმა უნდა გადააყენოს!“ – მჟავანაძე

 საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. „იმ დროს, როდესაც მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს დაპირისპირებები რელიგიურ ნიადაგზე, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი წლებია, ეწევა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას“, - განაცხადა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ სახალხო დამცველის საქმიანობის შეფასებისას.

 შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენის მოხსენებაში აღნიშნულია: “მოსწავლეები ორგანიზებულად დაჰყავთ მართლმადიდებლურ ტაძრებში, ხდება მოსწავლეების დალოცვა, ანთებენ სანთლებს...“

 “სახალხო დამცველი, რომელიც ბავშვებს ტაძრებში შესვლას, სანთლის დანთებას და ლოცვას უკრძალავს, პარლამენტმა უნდა გადააყენოს. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ უჩა ნანუაშვილი  ასრულებს უცხო ქვეყნის  შესაბამისი სამსახურების დავალებებს, რათა საქართველო რელიგიური დაპირისპირების ქარცეცხლში მოექცეს. ამის თქმის საფუძველს იძლევა მისი და გრანტიჭამიების შეწყობილი მუდმივი ისტერია იმის შესახებ, რომ საქართველოში ისლამოფობიაა და რელიგიურ უმცირესობებს ვჩაგრავთ. ამ დროს კი  საქართველოში დიდი შეტევაა პატრიარქზე და მართლმადიდებლებზე’’, – განაცხადა მჟავანაძემ.