აქტუალური
ხიდაშელი – ბათუმის პორტში მდგომი თურქეთის საზღვაო ფლოტის ფრეგატის TCG YAVUZ-ის ბორტზე

 საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრთან ერთად თურქულ ფრეგატზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველ მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე და სამხედრო წვრთნებისა და განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე იმყოფებოდნენ.

 „მადლობა მინდა ვუთხრა თურქეთის ხელისუფლებას და თავდაცვის სამინისტროს. გემი ბათუმის პორტში ერთ-ერთი წვრთნის ფარგლებში შემოვიდა. ნებისმიერი ასეთი ღონისძიება ჩვენს ქვეყანას უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს, გააძლიეროს თავდაცვისუნარიანობა და უფრო მეტ მზადყოფნაში ჰყავდეს შესაბამისი პერსონალი“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 თურქული გემი საქართველოში შავ ზღვაში ყოველწლიური გეგმური სწავლების ფარგლებში შემოვიდა. სწავლებაში საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.