საზოგადოება
„საქართველოს სწრაფვა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისკენ არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ წასვლას…“ - პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი.  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა თბილისში მიმდინარე ნატოსაქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 სახალხო დიპლომატიის ფორუმის გახსნით საქართველოში ნატო- კვირეული დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

 "ჩვენი მხრივ, ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ალიანსში ინტეგრაციის პროცესის პოზიტიური დინამიკა. საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან კავშირების გამყარებას და ასრულებს მნიშვნელოვან ვალდებულებებს იმით, რომ მონაწილეობს ნატო- სწრაფი რეაგირების ძალებსა  და ნატო- მისიებში. ნატო-სთან დაახლოების მიმართულებით ვარშავის სამიტზე  საქართველო ელოდება მნიშვნელოვან პროგრესს როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული შედეგების კუთხით", - განაცხადა პრემიერმა.

 გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საქართველოს სწრაფვა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისკენ არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ წასვლას. მისივე თქმით, დღეს მსოფლიო საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე დგას,რაც ალიანსის წევრებისა და პარტნიორებისგან სტრატეგიული კომუნიკაციის გაუმჯობესებას მოითხოვს.