სამართალი
გიორგი მღებრიშვილი ბერლინში გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრ თომას დე მეზიერს შეხვდა

 საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი.  შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს.

 „ჩვენ ფედერალური ქვეყანა ვართ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო თქვენი გადაწყვეტილება, მოგენახულებინათ ფედერალური მიწები. ეს მოწმობს, რომ თქვენ ყველა დონეზე გეგმავთ თანამშრომლობის გაღრმავებას, რასაც გულწრფელად მივესალმებით, – აღიშნა თომას დე მეზიერმა, რომელმაც პოზიტიურად შეაფასა ის თანამშრომლობა, რომელსაც საქართველო და გერმანია რეადმისიის მიმართულებით ახორციელებენ.

 გიორგი მღებრიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სამართალდაცვით სფეროში საქართველო-გერმანიას შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავა.

 შეხვედრის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის შს მინისტრებმა ხელი მოაწერეს „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 საქართველოს შს მინისტრმა გერმანელი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მიიწვია.