პოლიტიკა
“თუ აზერბაიჯანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე სუვერენიტეტს აღადგენს, ასეთი შესაძლებლობა საქართველოსაც გაუჩნდება!” - უკრაინის თურქი კარაპაპახების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის დაშგინ გულმამედოვის განცხადება

 საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. “ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანის პოზიციას, ყარაბაღი და მიმდებარე ტერიტორიები უნდა გათავისუფლდეს. აზერბაიჯანს სრული უფლება აქვს, თავისი მიწები ოკუპაციისგან გაათავისუფლოს - ეს აზერბაიჯანის სახელმწიფოს უფლებაა!” - განაცხადა უკრაინის თურქი კარაპაპახების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ დაშგინ გულმამედოვმა.

 გულმამედოვი აღნიშნავს: “თუ აზერბაიჯანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე სუვერენიტეტს აღადგენს, ასეთი შესაძლებლობა საქართველოს, უკრაინას, მოლდოვასა და პაკისტანსაც გაუჩნდება. ამჯერად აზერბაიჯანი ომში მარტო არ არის, მას ზურგს უმაგრებს თურქეთისა და პაკისტანის პოლიტიკური ნება და სამხედრო მხარდაჭერა. გათავისუფლებული მთიანი ყარაბაღი გზას გაუხსნის დნესტრისპირეთის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, ყირიმის და დონბასის გათავისუფლებას. ჩვენ აზერბაიჯანელ ხალხთან ერთად ვართ!”.