უცხოეთი
საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი და აშშ-ს პრეზიდენტის არც პირადი და არც სატელეფონო საუბრის დროს არ დამდგარა თურქეთში პრესის თავისუფლების საკითხი. „ჩვენ უფრო საჭირო და აქტუალურ თემებს განვიხილავდით, ვიდრე პრესის თავისუფლებაა. არც მინიშნებით უთქვამს აშშ-ს პრეზიდენტს ასეთი რამ და ძალიან საწყენია, რომ ობამამ ჩემს ზურგს უკან ასეთი განცხადება გააკეთა“, - განაცხადა ერდოღანმა. ამასთან დასძინა, რომ თურქეთში პრესა თავისუფალია, რადგან გამოცემები, რომლებიც მას „ქურდად“ და „სადისტად“ მოიხსენიებენ, არ დახურულა.