პოლიტიკა
„ქართული მაიდანი: ხიდაშელ-უსუფაშვილს ინტენსიური კონსულტაციები აქვთ სააკაშვილთან!"- ლევან მამალაძე

 საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. ამ განცხადებას სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი, პოლიტიკური გაერთიანება "სახალხო ხელისუფლების" ლიდერი ლევან მამალაძე აკეთებს.

 „უსუფა-ხიდაშელმასაქართველოს პარლამენტში უმრავლესობის დაშლა დაგეგმეს. სააკაშვილთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და მიშას ევაჭრებიან, იმაზე მეტი დაფინანსება მიიღონ, ვიდრე ივანიშვილი აძლევდა. რესპუბლიკელებს, "ნაციონალურ მოძრაობას", "თავისუფალ დემოკრატებს", მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად რეალური შანსი აქვთ, პარლამენტში უმრავლესობა შექმნან. ამ შემთხვევაში მათ მინისტრებს, სარდალი ხიდაშელის ჩათვლით, არაფერი არ დაემუქრება, პირიქით, პრემიერს ჩააყენებენ გამოუვალ მდგომარეობაში. სანამრესპებიბიძინასა და სააკას შორის გამალებულად ვაჭრობენ, მიშამ ოდესიდან ცხელი ხაზი გახსნა ვაშინგტონთან და საქართველოში ხელისუფლების ხელში ჩაგდების რეალურ გეგმას - „ქართული მაიდანისპროექტს უთანხმებს. ასეთივე აქტიურობა შეიმჩნევაუსუფა-ხიდაშელისმხრიდან.

 ამერიკელებს არწმუნებენ, რომ აქტიურად დაეხმარონ ხელისუფლების აღებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტი მალე ქართველებს სავიზო რეჟიმს გაუუქმებს და მთელი მოსახლეობა პრორუსული გახდება. საქართველოზე დასავლეთის გავლენა კი შესუსტდება. ამერიკელებმა რომ მოინდომონ, დღევანდელ ვითარებაში არ გაუჭირდებათ გააერთიანონ რესპუბლიკელები და ნაციონალები, დაითანხმონ ირაკლი ალასანია და საქართველოს პარლამენტში უმრავლესობა ჩამოაყალიბონ.

 „ქართულმა ოცნებამ“ ბევრი შეცდომა დაუშვა, უამრავი დანაპირები ვერ შესარულა, მაგრამ საქართველოს საწინააღმდეგოდ ჩანერგილი „უსუფა-ხიდაშელის“ ჩამოშორებაში ბიძინა ივანიშვილი მხარდაჭერას იმსახურებს", - აცხადებს, კერძოდ, ლევან მამალაძე.