საზოგადოება
ლალი მოროშკინა: “სწორედ იმ ქალების ინტიმური ცხოვრების ამსახველი ვიდეოებია გამოქვეყნებული, რომლებიც ყველაზე მეტად უჭერდნენ მხარს კოჰაბიტაციას!“ (ვიდეო)

 საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ ორგანიზაცია „ძლიერი ქალი, ძლიერი სახელმწიფოს" დამფუძნებელმა ლალი მოროშკინაგადაცემა „პრიორიტეტში" განაცხადა.

 „ის ადამიანები, რომლებიც აწარმოებდნენ ამ გადაღებას, დღეს მალვაში არიან. იგივე ძებნილი პრეზიდენტი და მისი ამფსონები, გაძეძგილი ჯიბეებით.

 პირველივე დღიდან ვამბობდი, რომ კოჰაბიტაცია ქვეყანას დაღუპავდა. ძირითადად ის პოლიტიკოსი ქალბატონები არიან დღეს შანტაჟის ქვეშ, რომლებიც ყველაზე ხმამაღლა ამბობდნენ, რომ მოქალაქეები ითხოვენ კოჰაბიტაციას, სამწუხაროდ, მათ მიიღეს დანა გულში.

 სასწრაფოდ უნდა მოვიწვიოთ ელჩები, დიპლომატური კორპუსი, ვაჩვენოთ, რას აკეთებდა რეჟიმი",- განაცხადა მოროშკინამ.

 მოროშკინას განცხადებით, ის პოლიტიკოსი ქალბატონები, რომლებიც მსხვერპლი არიან, დაუყოვნებლივ უნდა გადადგნენ. მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მეუღლეები ყავთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი მეძავები არიან

 ოჯახში როგორ მოექცევა მათ მეუღლე, მე არ მაინტერესებს, რქიანი ივლის თუ რქის გარეშე. აქ საუბარია მორალზე, მსოფლიოში ჯერ არსად გაუუქმებიათ ცოლქმრობის ინსტიტუტი. ამ კადრების ავთენტურობაში ეჭვი არ მეპარება. მე რასაც ვუყურებდი, ძალიან ახლო ხედითაა გადაღებული და ყველაფერი მკაფიოდ ჩანს. წავიდნენ, იმიტომ, რომ არ დაღუპონ ქვეყანა. როდესაც მაღალი თანამდებობა გიკავიათ, არ გაქვთ უფლება, რომ ქვეყანა შანტაჟის ქვეშ ამყოფოთ", - განაცხადა ლალი მოროშკინამ.