საზოგადოება
ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ და სამეცნიერო ცენტრი - ხუჯაძის კლინიკის ერთობლივი ინიციატივით საქველმოქმედო აქცია გაიმართა (ვიდეო)

 საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის და  შპს ოტორინოლარინგოლოგიის და თავ-კისრის ქირურგიის ქართულ-ფრანგული სამეცნიერო ცენტრი - ხუჯაძის კლინიკის ერთობლივი ინიციატივით საქველმოქმედო სამედიცინო აქცია გაიმართა (ვიდეო იხ. აქ).

 აქცია ქართულ-ფრანგულ სამეცნიერო ცენტრში თბილისის საკრებულოსთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს ჩართულობით გაიმართა, ამჯერად - თბილისში მცხოვრებმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის. კლინიკაში ბენეფიციარებს სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩაუტარდათ.

 ფრაქციის თავმჯდომარის რიმა ბერაძის განცხადებით, კლინიკასა და წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქციას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაუტარდებათ.

 როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქველმოქმედო აქცია მიმდინარე წლის მარტის თვეში დაიწყო და კიდევ ორი თვის მანძილზე  გაგრძელდება.