უცხოეთი
ერდოღანმა რუსეთთან თანამშრომლობის აღდგენის აუცილებლობის შესახებ განაცხადა

 საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტმა რე თაიიპ ერდოღანმა რუსეთს თანაშრომლობისკენ მოუწოდა, რათა ერთობლივად მოგვარდეს რეგიონული პრობლემები. ამის შესახებ ერდოღანმა ვაშინგტონში, ბრუკინგის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 თურქეთის პრეზიდენტის თქმით, რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები „რთულ პერიოდს განიცდის“.

 „საბჭოთა კაშირის დაშლის შემდეგ თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების წარმატებულად ვითარდებოდა, მაგრამ ის ჯერ კიდევ თვითმფრინავთან დაკავშირებით ინციდენტამდე გაუარესდა მოსკოვის მიერ ბოლო წლებში გატარებული პოლიტიკის გამო“, – განაცხადა ერდოღანმა.

 ერდოღანმა აღნიშნა, რომ მოსკოვსა და ანკარას შორის თანამრომლობის აღდგენა აუცილებელია, რადგანაც რუსეთი და თურქეთი „გეოგრაფიულად ძალზე მნიშვნელოვანი ქვეყნებია“.

 მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი ამ აუცილებლობას აღიარებს. გარდა მისა, ერდოღანმა მოუწოდა ყველა მხარეს, უკრაინის კრიზისი საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით მოგვარდეს. რამდენიმე დღის წინ რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა, რომ მოსკოვი ანკარასთან ურთიერთობების აღსადგენად მზად არის იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის საკუთარ ბრალს აღიარებს.