საზოგადოება
"ლიბერალებთან ჩვენ არასოდეს ვითანამშრომლებთ" - ტყემალაძე

 საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. "მრეწველების" წარმომადგენლებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ, რა ფორმატით მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ აღნიშნა, კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით აუცილებლად გაიმართება.

 "არსებობენ განსხვავებული პოლიტიკური მიმართულების პარტიები - მემარჯვენეები, მემარცხენეები, ცენტრისტები, ლიბერალები და აშ. თუმცა, მათ გარკვეული საერთო აქვთ. ლიბერალებთან ჩვენ არასოდეს ვითანამშრომლებთ. ჯერ შიდაპარტიული კონსულტაციები გვექნება, შემდეგ - პოლიტიკურ პარტიებთან. პირველ რიგში განვიხილავთ კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.