სამართალი
„პირებს, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ, დაუკავშირდნენ საქართველოს მთავარ პროკურატურას“ ქეთლინ კენინგი (ვიდეო)

 საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი.  პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების პროცესის შესახებ საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სამართლებრივმა ატაშემ ქეთლინ კენინგმა განცხადება გააკეთა (ვიდეო იხ. აქ)

 „გამოძიების ფედერალურ ბიუროს მომართა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ამ განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეში დახმარების აღმოჩენის თხოვნით. ჩვენ გადავწყვიტეთ ტექნიკური და საგამოძიებო დახმარება აღმოგვეჩინა პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა უწყვეტი თანამშრომლობის პირობებში მოახდენს პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებას და მათი ადგილსამყოფელის მიუხედავად, წარადგენს მათ მართლმსაჯულების წინაშე. გამოძიების ფედერალური ბიუროს პოლიტიკის თანახმად, მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებთ. ამერიკის შეერთებულ შტატებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, პირებს, რომლებიც შესაძლოა ფლობდნენ რაიმე ინფორმაციას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ, დაუკავშირდნენ საქართველოს მთავარ პროკურატურას ან პოლიციას“, - აღნიშნა ქეთლინ კენინგმა.