პოლიტიკა
ევროპელებს სურთ თავად გადაწყვიტონ ვინ მიიღონ ევროკავშირში

 საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. „Sputnik. მნენიას“ გამოკითხვის თანახმად, იტალიელების (66%), გერმანელების (63%) და ფრანგების (63%) აბსოლუტურ უმრავლესობას ევროკავშირში სხვა ქვეყნების ასოცირების საკითხის საერთო რეფერენდუმის გზით გადაჭრა სურთ.

გამოკითხვა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ისთვის კვლევითმა კომპანიებმა Populus-მა Ifop-მა ჩაატარეს. უკრაინის ევროკავშირში ასოცირების საკითხთან დაკავშირებით ნიდერლანდებში რეფერენდუმი 6 აპრილს გაიმართება.

„Sputnik. მნენიას“გამოკითხვის თანახმად, სხვა ქვეყნების ევროკავშირში ასოცირების საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის გამართვას ყველაზე მეტად აქტიურად მხარს იტალიელები უჭერენ: მოსახლეობის 66%-ს ევროკავშირში „ახალბედების“ მიღების საკითხის გარკვევა რეფერენდუმის გზით სურს. ამ მოსაზრებას ემხრობა გერმანიისა და საფრანგეთის მოსახლეობის უმრავლესობა —თითოეულ ქვეყანაში 63%. რეფერენდუმის გამართვის მოწინააღმდეგეთა პროცენტული მაჩვენებელი საგრძნობლად დაბალია რეფერენდუმის მომხრეთა მაჩვენებელზე — 23% (გერმანია), 20% (საფრანგეთი) და 18% (იტალია). ბრიტანელების მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაიყო —ნიშანდობლივად მაღალია პროცენტული მაჩვენებელი მოსახლეობის იმ ნაწილის, რომლებიც ემხრობიან ევროკავშირში მესამე ქვეყნების გაწევრიანების საკითხის გადაწყვეტაში თავადაც მიიღონ მონაწილეობა — 43%. ამასთან, მაღალია მათი წილი, ვინც არ იცის აუცილებელია თუ არა ამ პროცესში აქტიურად ჩართვა — ბრიტანელების 40%-მა დასმულ კითხვაზე პასუხი „არვიცი “გასცა.

გამოკითხვა დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში ბრიტანულმა კვლევითმა კომპანია Populus-მა 2016 წლის 4-9 მარტს ჩაატარა, რომელშიც 1085-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო გერმანიაში (1002ადამიანი), იტალიასა (994 ადამიანი) და საფრანგეთში (1005 ადამიანი) კი  2016 წლის 8-10 მარტს კომპანია Ifop-მა.

ცნობა პროექტის „Sputnik. მნენიას“ შესახებ

საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორები ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი და Ifop-ია. პროექტ „Sputnik. მნენიას“ფარგლებში ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ-პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. 

Sputnik.მნენიას“სხვა კვლევები:

http://sputniknews.com/trend/sputnik_polls_2016/

*უკრაინასა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირთან როგორც პოლიტიკურ და ეკონომიკური ნტეგრაციას, ისე თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას ითვალისწინებს. შეთანხმების თანახმად, უკრაინამ ევროკავშირის მოთხოვნებთა ნშესაბამისობაში უნდა მოიყვანოს ქვეყნის ეკონომიკა და კანონმდებლობა. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ასოცირების შეთანხმება აუცილებელი ნაბიჯია.

Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიომულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. Sputnik-ი მოიცავს ვებგვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიო-მაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ახალი ამბების ლენტები მომხმარებლისთვის სადღეღამისოდ გამოდის ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.