აქტუალური
„საქართველოს ილია მოუკლეს და არ დაქცეულა და ხიდაშელის გადადგომით დავიქცევით?!“– ირმა ინაშვილი

 საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერ ირმა ინაშვილს მიაჩნია, რომ ქვეყანაში დიდი ქაოსია. ამის შესახებ მან ტვ პირველს” განუცხადა.

 "ვიდრე ხელისუფლება იმითაა დაკავებული, ვინ დარჩება ხელისუფლებაში და ვინ გავა, ვის რამდენი კვოტა შეხვდება, როგორ მოიგერიონ თინათინ ხიდაშელის შანტაჟი და ფეხების ბაკუნი, დავრჩები თანამდებობაზე და არ შეიძლება ჩემი გადაყენება, თორემ საქართველო დაინგრევაო, იქნება ასეთი ქაოსი... იცით, რა არის? საქართველოს მოუკლეს ილია ჭავჭავაძე და მერაბ კოსტავა და საქართველო არ განადგურებულ-დაქცეულა და თინა ხიდაშელი უნდა გადადგეს  თანამდებობიდან. იმიტომ უნდა გადადგეს, რომ ხიდაშელმა, აგულაშვილმა და სხვა იმ პირებმა, რომლებმაც გააყალბეს არჩევნები, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს. თუ პროკურატურამ ეს საქმე დახურა, ეს იყო პოლიტიკური ზეწოლის შედეგი, ეს იყო ხიდაშელის მხრიდან შანტაჟის შედეგი, რომელიც მივიდა ივანიშვილთან და უთხრა კიდევ ერთხელ, ვიმეორებ: ან დაიხურება ეს საქმე და მე დავრჩები თავდაცვის მინისტრად, ან მე გავდივარ და "ნაცმოძრაობასთან" ერთად და კიდევ სხვა პარტიებიცაა, დავიწყებთ ერთობლივ შტურმს დასავლეთში თქვენი ხელისუფლების საზიანოდო", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.