უცხოეთი
გაგრაში დაიწყო სტადიონის რემონტი, რომელიც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ConIFA-2016–ის თამაშების ნაწილს უმასპინძლებს

 საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ConIFA-2016 აფხაზეთში სტარტს აიღებს 2016 წლის 28 მაისს. გახსნის ცერემონია რესპუბლიკის დედაქალაქში, ქალაქ სოხუმში, „დინამოს“ სტადიონზე გაიმართება. 29 მაისს სტარტს აიღებს პირველი ჯგუფური ეტაპის მატჩები, 5 ივნისს კი ფინალური მატჩი გაიმართება. ყველა თამაში ქალაქ სოხუმში, „დინამოს“ სტადიონსა და ქალაქ გაგრაში, დაურ ახვლედიანის სახელობის სტადიონზე ჩატარდება. ჩემპიონატის დასკვნით მოვლენად გამარჯვებულთა დაჯილდოება იქცევა.

 სტადიონი ომის დროს სერიოზულად დაზიანდა და ფაქტობრივად შეწყვიტა ფუნქციონირება. ხელახლა გაიხსნა 1997 წლის 10 ივლისს და ამავე დღეს აფხაზეთის გმირის დაურ ახვლედიანის სახელი მიენიჭა.

 მსოფლიო ჩემპიონატის წინ სტადიონის შენობის რეკონსტრუქცია მოხდება, განთავსდება თანამედროვე გასახდელები, საშხაპეები, მსაჯთა კაბინები. მეორე სართულზე განთავსდება კონფერენც–დარბაზი მედიისთვის.

 ჩემპიონატის პირველი თამაში გაგრის სტადიონზე 29 მაისს, 11:00 საათზე დაიწყება.