სამართალი
ჯოზეფ დოლს „რუსთავი 2“ თავისუფალ პრესად მიაჩნია და მთავრობას მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს

 საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. სააკაშვილის პარტიის ოფიციალური პარტნიორის ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის და სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის შეხვედრა გუშინ გაიმართა.

 "ვისაუბრეთ პრესის თავისუფლებაზე. ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძვით მედიის თავისუფლებისთვის, ეს არის დემოკრატიის საფუძველი. საქართველოს, რომელიც იბრძვის დემოკრატიისთვის,  უნდა ყავდეს თავისუფალი პრესა", - განაცხადა ჯოზეფ დოლმა.

 "ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი პერსონალურად მისი და ევროპის სახალხო პარტიის მხარდაჭერა, რომელიც სრულიად თანხვედრაშია ჩვენს სარედაქციო პოლიტიკასთან, მისი ყველა ნაბიჯი, რომელსაც ის დგამს ევროპის უსაფრთხოების და დემოკრატიისთვის. ვისაუბრეთ ყველა საჭირბოროტო საკითხზე, რომელიც გვაქვს, მიმდინარეა ქვეყნისთვის, მედიისთვის და პირადად ჩვენი ტელევიზიისთვის", - აღნიშნა, თავის მხრივ, ნიკა გვარამიამ.

 EPP-ს პრეზიდენტმა კომენტარი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე გააკეთა. ჯოზეფ დოლის განცხადებით, განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება.