სამართალი
გიორგი მღებრიშვილი ბავარიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

 საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბავარიის ვიცე-პრემიერს, ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა, მშენებლობისა და ტრანსპორტის მინისტრ იოაიმ ჰერმანს შეხვდა.

 შეხვედრას ბავარიის ფედერალური მიწის კრიმინალური პოლიციის პრეზიდენტი რობერტ ჰაიმბერგერი, საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

 ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა თანამშრომლობის აქტუალური ასპექტები, მათ შორის, ორგანიზებული დანაშაულის და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილეს.

 ბავარიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს პოლიციის ატაშეს ეფექტიან მუშაობას გერმანიის 16 ფედერალურ მიწაზე.

 როგორც საქართველოს შს მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, ცალკეული ფედერალური მიწების სამართალდამცავ სტრუქტურებთან ურთიერთობასა და ინფორმაციის გაცვლას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრთან შეხვედრამდე, გიორგი მღებრიშვილი სამუშაო ვიზიტით სხვა ფედერალურ მიწებსაც ეწვევა.