საზოგადოება
„ჩვენ შევქმენით 1991 წლის 31 მარტი! “ - თინა ხიდაშელს საკუთარი თავი ზვიად გამსახურდიაში აერია...

 საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრი 1991 წლის 31 მარტს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით გამართული რეფერენდუმის 25 წლის იუბილეს ეხმაურება. თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე, კერძოდ, წერს:

 „25 წლის წინ, სწორედ დღეს, ყველამ ერთად: ქართველებმა, აფხაზებმა, ოსებმა, სომხებმა, აზერბაიჯანელებმა... ყველამ, ამ მიწის შვილებმა ერთად ვუთხარით „არა“ საბჭოთა კავშირს, ერთად ვუთხარით „დიახ“ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, დემოკრატიულ ევროპულ საქართველოს.

 იმ დღის სულისკვეთებით მოვიდა დღემდე ჩვენი ქვეყანა.

 კიდევ დიდხანს გაგვყვება 25 წლის წინანდელი რეფერენდუმის ერთსულოვნება, შემართება და გამარჯვება, მაგრამ ნამდვილად მჯერა, ზუსტად ვიცი, რომ კიდევ შევქმნით ასეთ დღეებს, რაც შემდეგი მეოთხედი საუკუნის სიძნელეებს გადაგვალახინებს, საკუთარი სამშობლოთი სიამაყეს გაგვიძლიერებს.

 ჩვენ შევქმენით 1991 წლის 31 მარტი!

 თუ მაშინ შევძელით, დღეს უფრო ადვილია!

 ყველას გილოცავთ!.