უცხოეთი
რფ–ის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი მოსკოვში იმყოფებოდა

 საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი ჯონ ბრენანი მარტის დასაწყისში მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე არტიომ სირომოლოტოვმა “ინტერფაქსთან” საუბრისას განაცხადა. ის, რომ ბრენანი იყო აქ, გასაიდუმლოებული არ ყოფილა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ის არ მოსულა. ზუსტად ვიცი, რომ ის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში და კიდევ სადღაც იმყოფებოდა“, - განაცხადა სირომოლოტოვმა. ამასთან, დიპლომატმა აღნიშნა, რომ ბრენანის ვიზიტსა და სირიიდან რუსეთის ჯარის ნაწილის გაყვანას შორის კავშირი არ არის.

 წინა კვირის ბოლოს მოსკოვში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერიც იმყოფებოდა, რომელმაც ვიზიტის დროს განაცხადა, რომ აშშ და რუსეთი სირიის საკითხზე კონფრონტაციიდან დიალოგზე გადავიდნენ.