საზოგადოება
„ვიზალიბერალიზაციის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მე „ნაცმოძრაობასთან“ განვიხილავ ამ საკითხს - ჯოზეფ დოლი

 საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. თბილისში, მისივე განცხადებით, სააკაშვილის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად ჩამოსულმა „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტმა ოზეფ დოლმა კიდევ ერთი სკანდალური განცხადება გააკეთა.

 „ვხედავ, რომ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩემს განცხადებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. მართალია, ევროკომისიამ ვიზების საკითხი გადაწყვიტა, მაგრამ წინა არის საბჭოს გადაწყვეტილება, ასევე ევროპარლამენტის კენჭისყრა. თამასა, რომელიც მთავრობამ დააწესა, ივნისის თვე, ძალიან მაღალია. მე პირველი ვიქნები, ვინც ვიზალიბერალიზაციის მომხრეა, მაგრამ მე არ მინდა იმედების გაცრუება. შეგახსენებთ, რომ ეს ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის და მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ეს პროცედურა გრძელდება, რაც ნორმალურია. მანამდე კი, რასაც ჩვენ ყოველთვის ვითხოვდით, ეს არის კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და კორუფციასთან ბრძოლა. ამიტომაც ვარ აქ, რომ ადგილზე შევისწავლო სიტუაცია, განვიხილო ეს თემები ხელისუფლებასთან, ჩვენს პარტნიორ პარტიასთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან. ვიმსჯელოთ, როგორ ვითარდება ქვეყანა და როგორ შეიძლება დავაჩქაროთ პროცესები, რომ საქართველომ, როგორც ევროპულმა ქვეყანამ, მეტი სარგებელი მიიღოს. სწორედ ესაა ჩემი აქ ჩამოსვლის მიზანიც“, - განაცხადა ჯოზეფ დოლმა.