საზოგადოება
თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის წევრები შიმშილობას განაგრძობენ

 საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მოშიმშილე წევრებმა უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში ღამე გაათენეს. 7-მა სტუდენტმა შიმშილობა გუშინწინ საღამოს დაიწყო და როგორც ამბობენ, რექტორის გადადგომამდე აქციის შეწყვეტას არ აპირებენ. ისინი ლადო პაპავას კვლავ ადანაშაულებენ ე.წ. ოდეერის (მოქმედი რეზერვის ოფიცრები– საქინფორმი) ინსტიტუტის მფარველობაში.

 რექტორის გადაყენებას ითხოვს “აუდიტორია 115”-ც, თუმცა, რეფორმირების შემდეგ. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის კი სასწავლებელსაც და განათლების სამინისტროსაც ორთვიან ვადას აძლევენ.

 ბოლო ინფორმაციით, ლადო პაპავამ უკვე თანხმობა განაცხადა გადადგომაზე.