პოლიტიკა
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და პენტაგონმა დიპლომატთა ოჯახებს თურქეთის დატოვება ურჩია

 საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. რეკომენდაცია ვრცელდება ადანაში, იზმირსა და მუგლაში მცხოვრებ ამერიკელებზე.

გარდა ამისა, შეერთებული შტატების საგარეო უწყება ურჩევს თავის მოქალაქეებს, თურქეთის სამხრეთ რეგიონებში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. პენტაგონის პერსონალის ოჯახის წევრებს თურქეთის სამხრეთ-დასავლეთი რეგიონების დატოვება ურჩია თავდაცვის უწყებამაც.

პენტაგონის პრესმდივნის განცხადებით, ევაკუაციის გადაწყვეტილება რეგიონში არსებული დაძაბული ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს.