სამართალი
„მაჭავარიანი ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს“ – საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადება

 საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. მთავარი პროკურატურა ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: გვსურს განმარტება გავაკეთოთ... მოწმის სახით ივანე მაჭავარიანის გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. . მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ 2016 წლის 18 მარტს, პირად „facebook” გვერდზე შეამჩნია მისთვის უცნობი ჯგუფის სახელით გაზიარებული .. „ლინკი“, რომელიც დასათაურებული იყოსკანდალური კადრებისსახელით. მას არ უნახავს ხსენებული კადრები, ვინაიდან თვლიდა, რომ იქნებოდა კომპიუტერული ვირუსის შემცველი. მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ გაეგზავნა მისივე ფოტოს გამოყენებით შექმნილი „facebook” გვერდიდან მეგობრობის თხოვნა, რაც მისი მხრიდან აღქმული იქნაჰაკერულთავდასხმად. აღნიშნულის შესახებ . მაჭავარიანმა აცნობა „facebook“-ის ადმინისტრაციას.

 ამდენად, . მაჭავარიანის გამოკითხვით დადგინდა, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება-გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნია და მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები ეფუძნება მხოლოდ მის ვარაუდებს.

 საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურა ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ხსენებულ დანაშაულთან კავშირში მყოფი პირების გამოსავლენად“.