საზოგადოება
„რამდენი ადამიანი გააფერადებს თავის სურათს პაკისტანის დროშის ფერებში?“ - ლევან ზანგურაშვილი

 საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. პაკისტანის ქალაქ ლაჰორში (ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქი - 7,2 მლნ. მოსახლე) თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. დაიღუპა 72 ადამიანი, მათ შორის 29 ბავშვი, დაჭრილია 300 ადამიანი, მათ შორის 56 ბავშვი, მსხვერპლთა უმრავლესობა სწორედ ბავშვები და ქალებია, რადგან ტერაქტი საბავშვო პარკში განხორციელდა. გარდა ამისა, ტერორისტების მთავარი სამიზნე ქრისტიანული მოსახლეობა იყო.
 „რამდენიმე დღის წინ, როცა მსგავსი ტერაქტი განხორციელდა ბრიუსელში და დაიღუპა 28 მშვიდობიანი მოქალაქე, ბევრმა ფეისბუკ - მომხმარებელმა თავისი ფოტოსურათი ბელგიის დროშის ფერებში შეღება. საინტერესოა, დღეს რამდენი ადამიანი გააფერადებს თავის სურათს პაკისტანის დროშის ფერებში? - დაწერა გუშინ ქართველმა ბლოგერმა ლევან ზანგირაშვილმა თავის Facebook-გვერდზე.

 ჯერჯერობით არცერთმა...