სამართალი
იქნებ ნაციონალებს „სუხიშვილების“ ფარული სექსიც აქვთ გადაღებული, ამიტომ მათ ეშინიათ, რომ ამ ვიდეოებს გამოუქვეყნებენ?! - ზაზა გაბედავა

 საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი

 „სუხიშვილები! არ გრცხვენიათ“? – ასეთი გამოხმაურება ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოს ახლავს, სადაც სუხიშვილები უკრაინის დროშით ღია ცის ქვეშ, შუა ჭავჭავაძის გამზირზე, რუსეთის საელჩოს შენობის წინ უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერ აქცია-კონცერტზე ცეკვავენ.

 „ნინო და ილიკო საფლავში ტრიალებენ!“; „სამწუხაროდ, სუხიშვილები ნაცმეხოტბეები იყვნენ ყოველთვის და ასევე დარჩნენ, სირცხვილი მათ!”; „სუხიშვილები და ნაცები, მეტი ვინმე დაინახეთ, საპროტესტოდ გამოსული”; „ეტყობა, სუხიშვილებიც დაშანტაჟებული ჰყავთ…. სხვა ახსნას ვერ ვპოულობ“; „სუხიშვილები! არ გრცხვენიათ? თქვენი პროტესტი არ მახსოვს მიშას ჯოჯოხეთში! შინ რომ საკუთარი ქალი პატიმრები და დედები არ გახსოვთ, ამ მკვლელ სავჩენკოზე რა ვენებს იხსნით? თქვენ ნაციონალური საგანძური ხართ თუ ნაციონალური მოძრაობა?“ - წერენ ფეისბუქმომხმარებლები.

 სუხიშვილების აქცია-კონცერტში მონაწილეობას სოციალურ ქსელში რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი ზაზა გაბედავაც გამოეხმაურა.

 „სავჩენკო მკვლელია და ციხეში უნდა იჯდეს, ამ სუხიშვილებს რა ახტუნავებთ, მაგი მიკვირს, მგონი, „ნაცებს“ სუხიშვილების ფარული სექსიც აქვთ გადაღებული და ეშინიათ, რომ არ გამოუქვეყნონ“, - წერს ზაზა გაბედავა ფეისბუქის პირად გვერდზე.