სამართალი
„ინგა გრიგოლიას ქალიშვილი - შსს–ს თანამშრომელი... არ გამიკვირდება, მისი შეყვარებული მაღალჩინოსანი რომ აღმოჩნდეს“ – დავით ლორთქიფანიძე

 საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე ინგა გრიგოლიას შვილს - მარიამ გრიგოლიას პასუხობს. შეგახსენებთ, ლორთქიფანიძის განცხადებას, რომლითაც მან ინგა გრიგოლიას პირდაპირ ეთერში მიმართა, – „გამარჯობა, მარად შეყვარებულო ინგა!“, ჟურნალისტის შვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ეღადავე შენი ოჯახის წევრებს, შე ქათამო! უტაქტო! უნამუსო! თავხედო! და თუ ამბობ, ნუ ჩმორდები მერე და ბოლომდე იკაცე, შე ქალო!”, – დაწერა მარიამ გრიგოლიამ ლორთქიფანიძის საპასუხოდ.

 „მე ამას ასე არ დავტოვებ. მე ვაპირებ ამასთან დაკავშირებით პრესკოფერენცია გავმართო და სერიოზული განცხადება გავაკეთო… და, რასაკვირველია, პრესაც და ტელევიზიაც იქნება ინფორმირებული, რატომ აქვს ინგას შვილს აგრესია და საიდან მოდის ეს ყველაფერი!

 პირდაპირ ჩანს, ვისი გუნდის აქტიური მხარდამჭერია. სწორედ ამაზე გავაკეთებ განცხადებას.

 მითხრეს, რომ ეს გოგონა ყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი… მე არ ვკითხულობ, ვინ რატომაა შეყვარებული, ვის სად ყავს შეყვარებული… თუმცა მე არ გამიკვირდება, ზოგიერთის ყოფილი ან ახლანდელი შეყვარებული მაღალჩინოსანიც რომ აღმოჩნდეს. აწი ბევრი რაღაცით დავინტერესდები და ძალიან საინტერესოდ განვითარდება მოვლენები“, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.