პოლიტიკა
საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უმასპინძლა.
მთავრობის მეთაურმა ელჩებს მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის შესახებ, საუბარი შეეხო გაერო-სთან საქართველოს თანამშრომლობას და ორმხრივი ურთერთობების გაღრმავების პერსპექტივებს იმ ქვეყნებთან, რომლებსაც ელჩები საერთაშორისო ორგანიზაციაში წარმოადგენენ.
დელეგაციის შემადგენლობაში კოსტა რიკის, ფიჯის, გვატემალას, ჰონდურასის, მალავის, პანამის, სიერა-ლეონეს, ტანზანიის და ზამბიის მუდმივი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე დაესწრნენ.