პოლიტიკა
„ჩინოსნები, რომლებიც მათ მაკომპრომეტირებელ სექს–ვიდეოებში ფიგურირებენ, შეიძლება შანტაჟისტების სამიზნედ იქცნენ, ამიტომ ხელისუფლებიდან უნდა წავიდნენ!“ - მეჭიაური

 საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი.  თამაზ მეჭიაური მისი დაკითხვის მოთხოვნასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

 "ნებისმიერი თანამდებობის პირი, რომელიც საფრთხეს უქმნის თავის ქვეყანაში უშიშროებას და შეიძლება იყოს შანტაჟს დაქვემდებარებული, ის არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ვისაც დაემთხვევა და ვის არა, მაგაზე ვიფიქრო? ეს არის შანტაჟი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან”, - განაცხადა მეჭიაურმა.

 ფარული კადრების გავრცელების საქმეზე სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით კი მეჭიაურმა აღნიშნა: “კომისია რომ შეიქმნას, უმრავლესობას უნდა წარმოადგენდეს დღევანდელი ოპოზიცია, ეს გირჩები, ციყვები, ნაციონალური მოძრაობა, რომლებიც მაშინ იყვნენ ხელისუფლებაში, როცა ეს ჩანაწერები კეთდებოდა! თვითონ იყვნენ მაშინ შემკვეთებიც, თქვენი ხელმძღვანელიდან დაწყებული, რეჟისურაც, გადაღებაც, ტირაჟირებაც ხდებოდა მათ მიერ. ანუ, უნდა მივაბაროთ ახლა მგლებს თუ მგლებზე უარეს მტაცებლებს ამ ცხვრების ბედის გამოძიება. დაემატებიან კიდევ გრანტიჭამია არასამთავრობოები, რომლებიც დაატარებენ 3-4 პლაკატს და 3-4 ჰომოსექსუალს ქალაქიდან ქალაქში".