უცხოეთი
ევროკავშირმა უკრაინა დაავალდებულა, იანუკოვიჩსა და მის ვაჟებს 170 ათასი გირვანქა სტერლინგის ოდენობის კომპენსაცია გადაუხადოს

 საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. ევროკავშირის სასამართლომ უკრაინა დაავალდებულა ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩსა და მის ვაჟებს 170 ათასი გირვანქა სტერლინგის ოდენობის კომპენსაცია გადაუხადოს, ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე უკრაინის იუსტიციის ექსმინისტრმა ელენა ლუკაშმა დაწერა.

 2014 წლის 22 თებერვალს უკრაინაში ხელისუფლება შეიცვალა, ახალმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დაეყენებინა იანუკოვიჩისა და სხვა ყოფილი ჩინოსნების პასუხისგების საკითხი. ევროკავშირმა 2014 წლის 5 მარტს უკრაინის რიგი მოქალაქეების მიმართ სანქციები დააწესა, მათ შორის, იანუკოვიჩისა და მისი ვაჟების – ალექსანდრესა და ვიქტორის წინააღმდეგ.

 „ევროკავშირის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება რიგი მოსარჩელეების ხარჯების ანაზღაურების აუცილებლობის შესახებ, რომლებმაც იზარალეს უკრაინის მიერ ზემოაღნიშნული განცხადების გამო. თანხა, რომელიც ახლა უკრაინამ სამ მოსარჩელეს – ვ. იქნუკოვიჩს, ა. იანუკოვიჩს, ვ. იანუკოვიჩ–უმცროსს (დაიღუპა 2015 წელს) უნდა აუნაზღაუროს, თითოეულზე 57317,50 გირვანქა სტერლინგი შეადგინა“, – წერს ლუკაში.