საზოგადოება
დაულ ი–პი–პი და დაუნ ვი დიქთეითე – ორი პროვოკატორის მოლაპარაკე თავებს სააკაშვილი მართავს!

 საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. ევროპარლამენტის ყველაზე მსხვილი პარტიის - ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტმა ჯოზეფ დაულმა “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პირველ რიგში ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან ექნება შეხვედრა. ასევე გეგმავს, მოინახულოს, როგორც თვითონ ამბობს, „პოლიტიკური პატიმრები: გიგი უგულავა, ივანე მერაბიშვილი და ბაჩანა ახალაია“.

 „ბოლო შეხვედრები მექნება მთავრობის წევრებთან და წამოვჭრი ისეთ საკითხებს, როგორიცაა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში არსებული პოლიტიკური და გეოპოლიტიკური სიტუაცია, რეფორმების პროცესი, საარჩევნო გარემო, ვიზალიბერალიზაცია, მედიის დამოუკიდებლობა, შერჩევითი სამართალი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია“, – განაცხადა „ი–პი–პი“–ს პრეზიდენტმა, რომელიც საქართველოში ექსმმართველი პარტია „ნაცმოძრაობის“ძველიოფიციალური პარტნიორია.

 საპარლამენტო უმრავლესობამ და მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ ერთხმად და აღშფოთებით შეაფასეს კორუმპირებული ჩინოვნიკი ჯოზეფ დაულის განცხადება საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების შანტაჟად. „ჩვენ ვიზალიბერალიზაციას არ მივცემთ ისეთ საქართველოს, სადაც ციხეებში პოლიტპატიმრები სხედან!“ – პრაქტიკულად, ასეთია დაულის განცხადების აზრი, მაგრამ რის საფუძველზე მიაჩნია მას სისხლის სამართლის დამნაშავეები – წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები პოლიტპატიმრებად?! და რატომ აბამს ამ საკითხს ვიზალიბერალიზაციასა და არჩევნებთან?!– ევროპელის პოზიციით აღშოთებას გამოხატავენ ნელ–ნელა გამოფხიზლებული ქართველი პარლამენტარები.

 „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარე კახა ძაგანიამ კი ევროპის პარლამენტის პრეზიდენტის მარტინ შულცის სახელზე გაგზავნა საპროტესტო წერილი, რომელიც  ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტ ჯოზეფ დაულის სატელევიზიო ინტერვიუს შეეხება.

 „მოვუწოდებთ ბატონ დაულს, გამოაქვეყნოს ანგარიშები, სადაც ასახულია მიხეილ სააკაშვილისა დანაციონალური მოძრაობისმიერ მისთვის ჩარიცხული თანხები, ასევე ის ანგარიშები, რომლებიც მან მიუთითა ქართულ პოლიტიკურ ჯგუფებს კორუფციული თანხების ჩასარიცხად, - აღნიშნულია, კერძოდ, საპროტესტო წერილში.

 პოპულარულმა ქართულმა ყოველკვირეულმა გამოცემა „ასავალ–დასავალმა“ კი ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს „პროვოკატორ დაულის თავი“ უწოდა, რომელიც სააკაშვილის ფულით იმართება.

 ნაციონალების გარდა, ერთადერთი, ვინც საქართველოში დაული ი–პი–პი–ს მხარი დაუჭირა, ასევე სააკაშვილის ფულით მართული პროვოკატორი, ცნობილი დაუნ ვი დიქთეითე შალიკო ნათელაშვილია.