საზოგადოება
სირიის არმიამ და რუსებმა ისლამურ სახელმწიფოს სასტიკი მარცხი აგემეს, მაგრამ ლონდონი და ვაშინგტონი ფარისევლურად დუმან! - რობერტ ფისკი, Independent

 საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი.  სირიის ქალაქ პალმირას გათავისუფლება ბრიუსელის ტერაქტებიდან ერთ კვირაზე ნაკლებ ხანში, სირიის არმიის ძალებით და რუსული ავიაციის მხარდაჭერით, ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოსთვის” უდიდესი მარცხი იყო, თუმცა, ოფიციალური ლონდონი და ვაშინგტონი, იმის ნაცვლად, რომ ტერორისტებზე გამარჯვებით გაიხარონ, დუმან...

 “უმსხვილესი სამხედრო მარცხი, რომელიც ისლამურმა სახელმწიფომ ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში განიცადა. პალმირა, დედოფალ ზენობიას რომაული ქალაქი, დახსნილია. ჩვენ კი ჩუმად ვართ. დიახ, ყმაწვილებო, ცუდმა ბიჭებმა გაიმარჯვეს, არა? თორემ ახლა ვიზეიმებდით. განა ასე არ არის? ბატონები ობამა და კემერონი იმ სამარესავით დუმან, რომელშიც ისლამურმა სახელმწიფომ ამდენი მსხვერპლი ჩააწვინა... სირიის არმია, რაღა თქმა უნდა, რუსების მხარდაჭერით, ის-ს ჯამბაზებს ქალაქიდან მიერეკება, ჩვენ კი იმის გამბედაობაც არ გვყოფნის, რომ ამოვილუღლუღოთ - “კარგი ნამუშევარია””,წერს Independent-ის საიტზე სახელგანთქმული ბრიტანელი ჟურნალისტი რობერტ ფისკი, რომელიც 7-ჯერ აღიარეს საზღვარგარეთ მომუშავე საუკეთესო ბრიტანელ კორესპონდენტად.

 “თუკი ამერიკელებს ასე სძულთ ისლამური სახელმწიფო, მაშინ რატომ არ ესხმიან თავს სიკვდილმისჯილთა ბადრაგებს, რომლებიც ფრონტის ხაზის გასწვრივ სირიის არმიის პოზიციებს გაარღვევენ ხოლმე? რატომ არ შეუტიეს ისლამურ სახელმწიფოს?!” - აღნიშნავს ფისკი თავის სტატიაში.