სამართალი
შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაში თბილისის რესტორნები ჩაერთნენ - (საქინფორმის წინადადება)

 საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი.შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის - შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს.

 კამპანიაში თბილისში არსებული რესტორნების სხვადასხვა ქსელი ჩაერთო.

 რესტორნების თანამშრომლებმა შს სამინისტროს მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული სტიკერები ნუ დაჯდები საჭესთან ნასვამი“ თავიანთ ობიექტებში განათავსეს. მსგავსი ღონისძიებები კვლავ გაგრძელდება და კამპანიას სხვა რესტორნებიც შეურთდებიან.

 შსს-ს კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

 საქინფორმი დამატებით ურჩევს შსს-ს, ყველა რესტორანში ვიდეოკამერები დააყენონ (თუკი ეს ჯერ არ გაკეთებულა) - დარბაზში, კაბინეტებსა და ავტოსადგომზე - და თუ კლიენტი, რომელიც სუფრასთან სპირტიან სასმელს მიირთმევდა, ავტომობილის საჭეს მიუჯდება, მაშინვე დააკავონ.