სამართალი
საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა სისხლის სამართლის 192 დანაშაული და დაფიქსირდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 966 შემთხვევა

 საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, 2016 წლის 23-26 მარტს  მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.

გამოვლენილია სისხლის სამართლის 192 დანაშაული, მათ შორის: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების 67 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის 29 ფაქტი; საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის 8 ფაქტი;

ძარცვის 2 ფაქტი.

დაფიქსირდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 966 შემთხვევა: ნარკოტიკების უკანონო მოხმარების 77 ფაქტი; წვრილმანი ხულიგნობის 28 ფაქტი; დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის 34 ფაქტი.

საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა: 8 ავტომატი, 8 პისტოლეტი, 4 რევოლვერი, 4 ყუმბარმტყორცნი, 6 შაშხანა, 9 გადაჭრილი სანადირო თოფი, 3 მცირეკალიბრიანი შაშხანა, 50 ხელყუმბარა, 6 ჭურვი, 3 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი და სხვ. ასევე ამოღებულია: 9 შეკვრა და 0,8345 გრ. ჰეროინი, 1,5 გრ. ბუპრენორფინი, 10 შეკვრა და 39 აბი სუბოქსინი, 45 აბი კოდეინი, 8 შეკვრა მარიხუანა და სხვ.

საპოლიციო კონტროლის დროს ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის  დააკავეს 59 პირი, ხოლო ადმინისტრაციული წესით – 148 პირი.