სამართალი
„საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო არაკომპეტენტური გადაწყვეტილება საარჩევნო ოლქების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლასთან დაკავშირებით! – „მემარცხენე ალიანსი“

 საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიწვევით პარტია „მემარცხენე ალიანსის“ თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი არჩილ ბენიძე ესწრებოდა სამუშაო შეხვედრას, სადაც განიხილეს პროექტი საარჩევნო ოლქებისა და მათი საზღვრების შესახებ.

 „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ საქართველოში ამომრჩეველთა ხმათა ბალანსი უნდა იყოს დაცული მაჟორიტარულ ოლქებში, „მემარცხენე ალიანსი“ ანტისახელმწიფოებრივად მიიჩნევს, ვინაიდან რიგ მაჟორიტარულ ოლქებში მოხდა სხვადასხვა რაიონის და რეგიონის შერწყმა, რაც გამოიწვევს ამომრჩევლის მხრიდან დაბნეულობასა და უხერხულობას, ვინაიდან აღნიშნულ საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქებს სახელის ნაცვლად ექნებათ ნუმერაცია. პარტია „მემარცხენე ალიანსს“ მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო არაკომპეტენტური გადაწყვეტილება საარჩევნო ადმინისტრაციული საზღვრების გადანაწილების კუთხით, რის შედეგადაც მივიღეთ გაურკვეველი, ლაბირინთის მსგავსი საარჩევნო ოლქები. აღნიშნული სიტუაციიდან გამოსავლად პარტია სააარჩევნო ოლქთა საზღვრების  ხელახლა გადახედვას მიიჩნევს“, - განაცხადა, კერძოდ, არჩილ ბენიძემ.