პოლიტიკა
გიორგი ალიბეგაშვილი სურბ გევორქის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურებას დაესწრო და სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლს აღდგომა მიულოცა

 საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბართან ერთად სურბ გევორის საკათედრო ტაძარში აღდგომის სადღესასწაულო მსახურებას დაესწრო და სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლს აღდგომა მიულოცა.

 „დღეს სომხური სამოციქულო ეკლესია აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს.  ვულოცავ  ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს და ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებ.

 ჩვენი ორი ერი არის ქრისტიანობის საყრდენი ამ რეგიონში.  ჩვენ ერთმანეთის  ტრადიციებს  და კულტურას პატივს  ოდიგანვე ვცემდით და მომავალშიც ასე უნდა გავაგრძელოთ“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

 საზეიმო ლოცვას საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილი  და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.