პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი სურბ გევორქის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურებას დაესწრო და სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლს აღდგომა მიულოცა (ვიდეო)

 საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღდგომას ულოცავს ყველას, ვინც ეს დღესასწაული  გასულ კვირას აღნიშნა. გიორგი კვირიკაშვილი 27 მარტს სომხურ ეკლესიაში იმყოფებოდა, სადაც სადღესასწაულო მსახურებას დაესწრო. პრემიერმა აღნიშნა, რომ აღდგომა სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების, სინათლის წყვდიადზე გამარჯვების დღესასწაულია და ორი ერის მეგობრობის მნიშვნელობაზე ლაპარაკა.

 „ჩვენი მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვანი და გასაფრთხილებელია. საქართველო ამაყობს სომეხი ეროვნების შვილებით და ჩვენ გვიხარია, რომ ერთად ვაშენებთ ქვეყანას, რომელსაც ყოველთვის აქვს საამაყო იმით, რომ არის არაერთი კულტურის თანაცხოვრების ძალიან დადებითმაგალითმთელი მსოფლიოსთვის. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს სომეხ თანამოძმეებს, ვუსურვებ დღეგრძელობას და საქართველოს ბედნიერებას", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა (ვიდეო იხ. აქ).

 საზეიმო ლიტურგიას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.