პუბლიკაციები
ამერიკული ცინიზმი თუ სიმბოლური დამთხვევა - 40 წელი კარაჯიჩს

 საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. სიმბოლურად სწორედ, 24 მარტს, ნატოს ძალების მიერ სერბეთის დაბომბვის 16-ე წლისთავზე, გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალმა 40 წლით პატიმრობა მიუსაჯა ბოსნიელ სერბთა ყოფილ ლიდერს, ეროვნულ გმირს,  ექს პრეზიდენტს, რადოვან კარაჯიჩს, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო გენოციდისა და რამდენიმე სასტიკი სამხედრო დანაშაულის ორგანიზებაში.

 ყოფილი იუგოსლავიის საქმეზე სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალმა დადასტურებულად მიიჩნია კარაჯიჩისათვის პროკურატურის მიერ წარდგენილი 11-იდან 10 ბრალდება, მათ შორის სრებრენიცის გენოციდში მონაწილეობა და 1992-1995 წლის ომის დროს მოწყობილი ხოცვა-ჟლეტა, რასაც 110 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

 70 წლის კარაჯიჩი ყველაზე მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურაა, რომელიც ტრიბუნალმა გაასამართლა.

 საერთაშორისო ტრიბუნალი ასევე იძიებს ბოსნიელ სერბთა კიდევ ერთი ყოფილი სამხედრო ლიდერის რატკო მლადიჩის  დანაშაულს.

 გენერალ მადიჩის საქმეზე სასამართლომ განაჩენი 2017 წელს უნდა გამოაცხადოს.

 შეგახსენებთ, რომ  1999 წლის 24 მარტს, NATO- ძალების მასირებული შეტევა დაიწყო სერბეთზე.

 მართლმადიდებელ სერბებს, აღდგომა დღე, აპრილში, ნატოელებმა ჩამოყრილი ბომბებით წარწერით - "გილოცავთ აღდგომას" მიულოცეს.

 იუგოსლავიის წინააღმდეგ აგრესია 78 დღის მანძილზე გრძელდებოდა, მაში  მონაწილე 19 ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი იუგოსლავიისას 679-ჯერ სჭარბობდა. თავდასხმები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე განხორციელდა.  მოქმედებაში მოყვანილი იყო 1200 თვითმფრინავი, მათ შორის 850 – საბრძოლო.

 ავიადარტყმები იტალიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, საფრანგეთის, უნგრეთის ტერიტორიებიდან, აგრეთვე, აშშ-ის კონტინენტური ნაწილიდან განხორციელდა. ნატოს  მონაცემებით, მათ მთლიანობაში 35 ათასი ავიადარტყმა მოახდინეს. ავიაციის მოქმედებას სამხედრო-საზღვაო დაჯგუფება ეხმარებოდა სამი ავიამზიდის, ექვსი დამრტყმელი წყალქვეშა  გემის, ორი კრეისერის, შვიდი ფრეგატის შემადგენლობით. ხმელთაშუა ზღვაში ოთხი მსხვილი სადესანტო ხომალდი იმყოფებოდა ბორტზე 10 ათასი საზღვაო ქვეითით. ნატოს ავიაციამ  2300 საჰაერო დარტყმა განახორციელა 995 ობიექტზე.

 იუგოსლავიას 3 ათასი ფრთოსანი რაკეტა, 25 ათასი ტონა (ზოგიერთი მონაცემით – 79 ათასი) ასაფეთქებელი ნივთიერება დაატყდა თავს. აგრესიის შედეგად 2 ათასი სამოქალაქო პირი დაიღუპა, 7 ათასი დაიჭრა, მათგან 30% ბავშვი იყო. იუგოსლავიისთვის მიყენებულმა მატერიალურმა ზიანმა 200 მილიარდი დოლარი შეადგინა.

tb24.ge