სამართალი
„თუ ნაციონალები ხელისუფლებაში მობრუნდნენ, კინოში კი არა, ოჯახის წევრების გაუპატიურებას ცხადში გვაყურებინებენ!“ – ლაშა შავიძე

 საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. “გლდანის ციხე სულ არ არსებობდა, როდესაც ქუთაისში ჯალათები წამების ვიდეოგადაღებით იყვნენ დაკავებულები!“ – ამის შესახებ ქუთაისის N2 საპყრობილეში მყოფი მსჯავრდებული ლაშა შავიძეასავალ–დასავალთან” სატელეფონო ინტერვიუში აცხადებს. მისი თქმით, პატიმრების წამებას ფირზე, მხოლოდ გლდანის მე-8 ციხეში არ იღებდნენ, ეს ყველა ციხეში ხდებოდა და სხვა საპყრობილეებში მოქმედი ჯალათები დღემდე დაუსჯელები არიან.

 შავიძის ინფორმაციით, პატიმრების წამებაში, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა, კახა მორგოშია და გიგა არჩაია მონაწილეობდნენ, ვიდეოკამერით კი ამ ყველაფერს, ბაჩო ახალაიას პრეს-ცენტის უფროსი სალომე მახარაძე იღებდა.

 „მახსენდება, რომ გეგუთის დაწესებულებაში კარცერში მყოფი ყველა პატიმარი დერეფანში გამოგვიყვანეს, გაგვაშიშვლეს და ასეთ მგომარეობაში დაგვამწკრივეს. სიცილით იჭაჭებოდნენ და შიშვლებს გვირტყამდნენ. ყველაზე უარესი ის იყო, რომ ამას ბაჩო ახალაიას პრეს-ცენტრის უფროსი სალომე მახარაძე პანასონიკის ვიდეოკამერით იღებდა და ამ სიცილ-ხარხარში თავადაც მონაწილეობდა. მან პირადად მე ხორცი ამომაგლიჯა. სალომე მახარაძე ციხეში ხელკეტით და შავი ფორმით დადიოდა და პატიმრებს სცემდა. თამაზ რასოიანი მეტსახელად „ტაისონა” მან აწამა. კაცი ახლაც ციხეშია და ბრმავდება”, – აცხადებს ლაშა შავიძე.

 მისი თქმით, როდესაც ციხიდან გათავისუფლდება უამრავი საზარელი ამბის გახმაურებას აპირებს. ის ასევე ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მამხილებელ დოკუმენტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრ აკო მინაშვილზეც დადებს.

 „აკო მინაშვილს რა აქვს სათქმელი? იცით რატომ არის სააკაშვილის და ახალაიების ერთგული? მის პირად ცხოვრებაზე აქვთ კომპრომატი გადაღებული და ამას ვერსად წაუვა”, – აცხადებს ლაშა შავიძე.

 შავიძე ასევე ყვება, რომ შსს-ს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი თენგიზ გუნავა 2010 წელს ციხეში ავტომატით დადიოდა.

 მისი თქმით, ამ პერიოდში პატიმარი ლიპარტელიანი მოკლეს და ისე გამოაცხადეს თითქოს, თავი ჩამოიხრჩო. ეს კი პატიმრებმა გააპროტესტეს, ამიტომ ციხეში პროტესტის ჩასახშობად პოლიციური დანაყოფები შეიყვანეს.

 შავიძის თქმითვე, გუნავაც სწორედ მათ შორის იყო.

 „მოშიმშილე და მარხვაზე მყოფ პატიმრებს პირში სოსისები ძალით ჩატენეს და 400 კაცი ცემა-ტყეპით და ხოხვით გაიყვანეს”, – იხსენებს მსჯავრდებული.

 პატიმარი არასრულწლოვანი მსჯავრდებულების შესახებაც ყვება და აცხადებს, რომ „მალალეტკებიდან” გადმოყვანილ ახალგაზრდა პატიმრებს, უსაფრთხოების უფროსს ვინმე გიორგი ფარჯანაძეს „ჰარამხანისთვის” მიართმევდნენ ხოლმე. შავიძის თქმით, ამაში ზონის მაყურებლებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც ადმინისტრაციასთან შეკრულები იყვნენ.

 „ზონის მაყურებლები ახალგაზრდა პატიმრებს აუხირდებონდენ „მალალეტკების” ზონაში მიქარული გაქვსო და მასთან უკრავდნენ თავს, სადაც გარდაუვალი გაუპატიურება ელოდა.

 ახლა რომ ნაცებმა ერთი ამბავი ატეხეს არასრულწლოვნებს გაუპატიურების კადრები რა უფლებით ანახესო, დიახ, სწორედ ახალგაზრდებმა უნდა ნახონ, სინამდვილეში ვინ იყვნენ სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლები და მის თანატოლებს რას უშვრებოდნენ, რადგან თუ მობრუნდნენ კინოში კი არა, მათი ოჯახის წევრების გაუპატიურებას ცხადში აყურებინებენ”, – განაცხადა შავიძემ.