პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იურისტები, ეკონომისტები და დიპლომატები იქნებიან “ –სამი პრიორიტეტი ახალი პარლამენტისათვის

 საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. პარტიის ლიდერების განცხადებით, "ქართული ოცნების" საარჩევნო სია არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე გახდება ცნობილი. ამასთან, აუცილებელია, კოალიციის მომავალი სია იმ პრიორიტეტებისა და გამოწვევების მიხედვით განისაზღვროს, რის წინაშეც საკანონმდებლო ორგანო დგას.  „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ბევრი ახალი სახე იქნება“ – გვპირდებიან პარტიის ლიდერები.
 კახა კალაძე: პრემიერთან არანაირი საუბარი და არანაირი განხილვა არ ყოფილა ამ თემასთან დაკავშირებით. ძალიან სწრაფად უკვე პარტია დაიწყებს ამ ახალი სახეების წარდგენას, მათ პარტიაში გაწევრიანებას და ეს ადამიანები ცნობილი იქნება. მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ როგორც სიაში, ასევე მაჟორიტარებად... ქალბატონებიც იყვნენ ჩართულები. რასაც გუნდი გადაწყვეტს, მეც იმას დავეთანხმები“.
 ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ გუნდის გაძლიერება იმ სფეროებში, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მართებს პარლამენტს. ეს არის სწორედ კანონშემოქმედებითი სფერო, ეს არის სწორედ ეკონომიკისა და ფინანსების სფერო და ეს არის საგარეო ურთიერთობების სფერო. ეს არის 3 პრიორიტეტული მიმართულება და ამაზე განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ“.