უცხოეთი
„ცოტა არ იყოს, გულნატკენი დავრჩი, როცა ვნახე, როგორ მოგქონდათ თქვენი ჩემოდანი. ვფიქრობ, აშშ–ში არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა...“ – პუტინი

 საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. 2016 წლის 24 მარტს რფ–ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი მიიღო.

 ვ. პუტინი: პატივცემულო ბატონო სახელმწიფო მდივანო! პატივცემულო კოლეგებო! ნება მიბოძეთ, ყველას გულითადად მოგესალმოთ. ჩვენ ყოველთვის მოხარული ვართ თვქენი ვიზიტების, რადგან ისინი მუდამ ძალიან საქმიან ვითარებაში მიმდინარეობს და სერიოზული საკითხების გადაწყვეტაში წინსვლის შანსს იძლევა.

 დღეს, როდესაც დავინახე, როგორ ჩამოდიოდით თვითმფრინავიდან და თქვენი ნივთები მოგქონდათ, ცოტა არ იყოს, გულნატკენი დავრჩი. ერთი მხრივ, ეს ძალიან დემოკრატიულია, მეორე მხრივ, ვფიქრობ, ეტყობა, აშშ–ში ვითარება არცთუ სახარბიელოა, რაკიღა არავინაა, რომ სახელმწიფო მდივანს ჩემოდნის ტარებაში დაეხმაროს. თუმცა, ეკონომიკაში თითქოს ყველაფერი რიგზეა, შემცირება არ არის. ამიტომ ვიფიქრე: ეგებ ამ კეისში რაღაც ისეთია, რასაც ვერავის ანდობდით, რაღაც ფასეული – ეტყობა, ფული ჩამოიტანეთ, რათა საკვანძო საკითხებზე უკეთ ვაჭრობა შეძლოთ (ვიდეო იხ. აქ).

 თუმცა, სერიოზულად რომ ვილაპარაკოთ, ჩვენ ნამდვილად მოხარული ვართ თქვენი ხილვის, რადგან, ახლა ყოველგვარი ხუმრობის გარეშე ვამბობ, როგორც წესი, ჩვენ ვახერხებთ შეხების საერთო წერტილების გამონახვას და ამზე დაყრდნობით წინსვლას ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხების გადაწყვეტაში.

 კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

 ჯონ ქერი: დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო!

 როდესაც ჩვენ განვცალკევდებით, მე გაჩვენებთ თუ რა მიდევს პორთფელში. ვფიქრობ ეს გაგაკვირვებთ – სასიამოვნო სიურპრიზი იქნება...