პოლიტიკა
სექს–პრეზიდენტ მარგველაშვილთან არსებულ უშიშროების საბჭოში საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ არა ტერორიზმს, არამედ რუსეთს მიიჩნევენ! – საქინფორმი

 საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. საქართველოს უშიშროების საბჭოში ქვეყნისთვის მთავარ საფრთხედ არა ტერორიზმს, არამედ რუსეთს მიიჩნევენ. ამის შესახებ განცხადება საბჭოს მდივნის მოადგილემ გააკეთა. ლევან ბოძაშვილის თქმით, საქართველოს წინაშე არსებული კიდევ ერთი გამოწვევა კიბერუსაფრთხოებაა.

 ბოლო დროს ფარულად გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ საუბრობს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელიც. ანდრია გოცირიძის თქმით, პროცესის წინასწარ აღკვეთა შეუძლებელია.

 უცხოელი მკითხველებისთვის საქინფორმი განმარტავს, რომ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტი – რუსოფობი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ქართველებს ჭკუასუსტ დებილებს უწოდებს, გასულ კვირას კი, მძიმე მარხვის პირველ კვირაში, მოსახლეობას მდიდარი ქორწინებაგარეშე სქესობრივი ცხოვრებისკენ მოუწოდა, როგორიც თავად აქვს...

 ზემოაღნიშნული მისი თანამშრომლების განცხადებები ადანაშაულებენ რუსეთს არა მარტო როგორც აგრესორსა და ოკუპანტს, რომელიც მორიგი ომისა და საქართველოს ტერიტორიების მისატაცებლად ემზადება, არამედ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ფარულად გადაღებული ვიდეოების გავრცელებაში, რომლებიც ქართველი პოლიტიკოსებისა და სხვა ე. წ. ცნობადი სახეები გარყვნილ ცხოვრებას ეხება. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს თანამშრომლები, რომლის მდივანიც რესპუბლიკელი ირინე იმერლიშვილია, ამას ხსნიან კრემლის ვერაგული ზრახვებით  – მოახდინოს ვითარების დესტაბილიზაცია საქართველოში და დათესოს შუღლი საზოგადოებაში.

 საბედნიეროდ, პრეზიდენტს, მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ უშიშროების საბჭოსა და პრეზიდენტის მთელ ადმინისტრაციას საქართველოში სერიოზულად არ აღიქვამენ, უწოდებენ „ვერიტას პლასტილინოვიჩს“, „კარალევა მარგოს“, „ბიოცისტერნას“, თბილისელები კი გასული კვირიდან ხუმრობენ, აქაოდა, როცა პრეზიდენტები მიდიან, მათ ექს–პრეზიდენტებს უწოდებენ, მარგველაშვილს კი სექს–პრეზიდენტს შეარქმევენო.