უცხოეთი
სახელმწიფო დუმაში ტერორისტების სიკვდილით დასჯის შესახებ კანონპროექტს ამზადებენ

 საქართველო,25 მარტი, საქინფორმი. სახელმწიფო დუმის კორუფციის წინაღმდეგ ბრძოლისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი დიმიტრი ნოსოვი ამზადებს კანონპროექტს ტერორისტების სიკვდილით დასჯის შესახებ.

 „ამჟამდ ვმუშაობ კანონპროექტზე ტერორისტებისთვის სიკვდილით დასჯის შემოღების თაობაზე. მიმაჩნია, რომ სსრკ–ის ანდა ისრაელის მეთოდით უნდა ვიმოქმედოთ, არავითარი მოლაპარაკებები, მხოლოდ სიკვდილით დასჯა ტერორისტებისთვის!“ – განაცხადა ნოსოვმა.

 „დღეს მსოფლიო დანაღმულ ველად იქცა. ის საზარელი მოვლენები, რომლებმაც ევროპა შეაზანზარა, მისი პოლიტიკის ლოგიკურ შედგეს წარმოადგენს, კმარა ტერორისტებთან დათმობებზე წასვლა, მათი ოპოზიციონერებად, „დამოუკიდებლობისათვის მებრძოლებად“ მოხსენიება და საკუთარი პოლიტიკურ მიზნებით მათი გამოყენება“, – დასძინა პარლამენტარმა.