უცხოეთი
თააიპ ერდოღანი: „არ არსებობს არავითარი მიზეზი, რომ ანკარაში აფეთქებული ბომბი ბრიუსელში არ აფეთქებულიყო! თქვენ უბეში ჩაისვით გველი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ დროს დაგგესლოთ!“

 საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. ერთ-ერთი "ბოევიკი", რომელიც ბრიუსელის 22 მარტის ტერაქტებშია ეჭვმიტანილი, თურქეთის ხელისუფლებამ 2015 წლის ივნისში დააკავა და ბელგიაში დეპორტირება განახორციელა.

ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიპ ერდოღანმა განაცხადა, ინფორმაციას "ბი-ბი-სის" ავრცელებს.

"ბრიუსელში ერთ-ერთი თავდამსხმელი ქალაქ გაზიანტეპში დააკავეს და ბელგიაში მისი დეპორტაცია განხორციელდა", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანის თქმით, როდესაც ბელგიის ხელისუფლებისთვის დეპორტირებულის გადაცემა ხდებოდა, თურქეთის სპეცსამსახურებმა ბელგია გააფრთხილეს, რომ აღნიშნული პირი "ბოევიკი" - ჯიჰადისტია, მაგრამ მათი მხრიდან ამ გაფრთხილების იგნორირება მოხდა, ვინაიდან ვერ შეძლეს მისი კავშირების დადასტურება ტერორისტულ ორგანიზაციებთან.

ეროპორტში ასაფეთქებელი ნივთიერება 29 წლის ბელგიის მოქალაქემ ბრახიმ ბაკრაუიმ მიიტანა. მოწყობილობა კი მისმა 27 წლის ძმამ ააფეთქა. პოლიცია მესამე ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებს. ნაჯიმ ლააშრუიმ აეროპორტში კიდევ ერთი ჩანთა ბომბით მიიტანა. ბომბი განაღმეს და აფეთქება ვერ მოასწრო. ბრიუსელში 22 მარტს მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.