საზოგადოება
„მე ვნახე, როგორ ძალადობრივად გაყო რუსეთმა თქვენი ხალხი!“ – გენერალი ბრიდლავი ხურვალეთში ჩავიდა

 საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის მეთაური, გენერალი ფილიპ მარკ ბრიდლავი ხურვალეთში ჩავიდა და სადემარკაციო ხაზს მიუახლოვდა.

 „მქონდა შესაძლებლობა, ვსტუმრებოდი თქვენს ადმინისტრაციულ საზღვარს. ჩემთან ერთად იყვნენ საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი და აშშ-ის ელჩი საქართველოში. იქ ვიხილე, თუ როგორ არის გაყოფილი თქვენი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა ორად. თქვენს ქვეყანას, თქვენს მამაც ქვეყანას უშუალოდ აქვს გამოცდილი რუსეთის მცდელობა, გააფართოვოს იძულებითი და კოროზიული გავლენა მის საზღვრებს მიღმა. ახლა კი იგი ცდილობს, რომ აგრესიულად ითამაშოს მსოფლიო არენაზე. საბოლოო ჯამში, რუსეთის ინტერესია, შეცვალოს საერთაშორისო სისტემაში არსებული წესები და პრინციპები, დაანაწევროს თავისუფალი სამყარო და გამოწვევა შეუქმნას ჩვენს სიმტკიცეს“, - აღნიშნა გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა.